ირაკლი კობახიძე: არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება

“ვინმეს თუ რიგგარეშე არჩევნები არ აწყობს, მათ შორის საარჩევნო სისტემისა და ორწლიანი უფლებამოსილების გათვალისწინებით, ასევე რეიტინგებით, ეს არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება.

„მათ ძალიან კარგად იციან, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება – 2024 წლის ოქტომბერში. საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება რამდენიმე თვეში უნდა დაიწყონ. თვითდამაზიანებელი რიტორიკის ნაცვლად, მათ ვურჩევ, რომ დაკონცენტრირდნენ საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

134 ნახვა
desktop
mobile catfish