მოსწავლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პედაგოგი, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში მოსწავლეზე ფიზიკურად ძალადობს, სკოლაში აღარ მუშაობს, – ამის შესახებ „თრიალეთს“ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა.

ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, გეოგრაფიის აღნიშნული მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლების რეკომენდაციით დირექტორს დისციპლინურმა კომიტეტმა მიმართა.

„მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი მოსწავლეზე ფიზიკურად ძალადობს – ხელს ურტყამს, სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დაიწყო საქმისწარმოება. დისციპლინურმა კომიტეტმა გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, დაადგინა დისციპლინური გადაცდომა და გადაცდომის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით, საჯარო სკოლის დირექტორს მიმართა მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლების რეკომენდაციით. დირექტორმა გაითვალისწინა დისციპლინური კომიტეტის აღნიშნული რეკომენდაცია და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

289 ნახვა
desktop
mobile catfish