თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად ესწრება.
ადგილზე ასევე იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები.
ღონისძიებაზე დღეს ფიცს წვევამდელები დადებენ როგორც თბილისში, ასევე 10 ქალაქში.
დღევანდელი ღონისძიების მთავარი თემაა “ეს დღე ჩვენია”.
71 ნახვა