“ნიუსრუმი”

ნიუსრუმი

ტელეკომპანია ,,თრიალეთი” ყოველ სამშაბათს, 21:00 საათზე, საეთერო დროს ვასილ მამულაშვილის საავტორო გადაცემა ,,ნიუსრუმს” უთმობს. გადაცემა დამწყებ ჟურნალისტებზეა გათვლილი. მისი წამყვანი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ვასილ მამულაშვილი ჟურნალისტის პროფესიაზე საუბრობს და მაყურებელს თეორიულ ინფორმაციასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებაზე აწვდის ინფორმაციას. მართალია, ,,ნიუსრუმი” მეტწილად მომავალი ჟურნალისტების ინტერესებზეა მორგებული, თუმცა მასთან ყველა თაობის მაყურებელი აღმოაჩენს საერთოს.

TV Trialeti

TV Trialeti