პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილზე - საჯაროდ ვხედავდით, რომ ძალიან კარგ ხასიათზე და ჯანზე იყო, მსოფლიო პოლიტიკას ალაგებდა, არამარტო საქართველოსას - გადავიდა იქ, სადაც მსჯავრდებული უნდა იხდიდეს სასჯელს
5 წუთის წინ

გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილზე - საჯაროდ ვხედავდით, რომ ძალიან კარგ ხასიათზე და ჯანზე იყო, მსოფლიო პოლიტიკას ალაგებდა, არამარტო საქართველოსას - გადავიდა იქ, სადაც მსჯავრდებული უნდა იხდიდეს სასჯელს

საჯაროდ ვხედავდით, რომ [მიხეილ სააკაშვილი] ძალიან კარგ ხასიათზე და ჯანზე იყო - მსოფლიო პოლიტიკას ალაგებდა, არამარტო საქართველოსას - ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის არ იყო, მისივე პარტიის წევრებისთვისაც კი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გადავიდა იქ, სადაც მსჯავრდებული უნდა იხდიდეს სასჯელს.

„მე რაც მახსოვს „ნაცმოძრაობის” წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები - ანი წითლიძემ, თავად გააკეთა განცხადება, რომ მოხდა მისი [მიხეილ სააკაშვილის] ერთი საპყრობილიდან მეორე საპყრობილეში გადაყვანა - ანუ არაფერი არ შეცვლილაო. მათაც კარგად იციან, რომ გადავიდა იქ, სადაც მსჯავრდებული უნდა იხდიდეს სასჯელს. ეს ჩვეულებრივი პროცესია. აქამდეც საჯაროდ ვხედავდით, რომ ძალიან კარგ ხასიათზე და ჯანზე იყო - მსოფლიო პოლიტიკას ალაგებდა, არამარტო საქართველოსას. ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის არ იყო - მისივე პარტიის წევრებისთვისაც კი. ასე რომ, ის იმ განაჩენით მიკუთვნებული მსჯავრის მოხდას გააგრძელებს, რაც სასამართლოს მიერ აქვს [დაკისრებული]”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, აქამდე რატომ არ მოხდა სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა, მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ „ეს კითხვები საზოგადოებაშიც არსებობდა და მათაც ჰქონდათ”.

„აქამდე რატომ არ გადაიყვანეს - ეს კითხვები საზოგადოებაშიც არსებობდა და ჩვენც გვქონდა. როგორც ჩანს, შესაბამისმა დაწესებულებამ, რომელიც კონსულტაციებს გადიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, ასე მიიჩნიეს საჭიროდ. ასე ჩაითვალა საჭიროდ სამედიცინო სფეროს კონსულტაციების საფუძველზე და მოხდა ის, რაც წესით, აქამდეც უნდა მომხდარიყო”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა“, კლინიკიდან გამოწერეს.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები