პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე - არ იქნება სწორი, გახარია ჩამოვიდეს, რატომ უნდა დააჭერინო "ოცნებას" თავი, როდესაც ცამდე მართალი ხარ?!
9 წუთის წინ

გიორგი შარაშიძე - არ იქნება სწორი, გახარია ჩამოვიდეს, რატომ უნდა დააჭერინო "ოცნებას" თავი, როდესაც ცამდე მართალი ხარ?!

ვიცოდით, რომ პროკურატურა ამ ნაბიჯს გადადგამდა, ამაში მოულოდნელი არაფერია - არ იქნება სწორი [რომ გახარია ჩამოვიდეს], რატომ უნდა დააჭერინო "ოცნებას" თავი, როდესაც ცამდე მართალი ხარ?!, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურა ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას, რადგან ეს არის ბიძინა ივანიშვილის პერსონალური შურისძიება.

"ჩვენთვის არც გაუგებარია აქ რამე, არც მოულოდნელია, არც სიურპრიზია რამე. რა თქმა უნდა, ამას ველოდით. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ გიორგი გახარიას ქართული მიწევის დაცვის გამო, 15 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. რა თქმა უნდა, ეს პატიმრობა არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების ნაწილი და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ნაწილი. გასაგებია, რომ პროკურატურა ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას, რადგან ეს არის ივანიშვილის პერსონალური შურისძიება," - განაცხადა შარაშიძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები