პოლიტიკა

ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილი ცდილობს საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს წაართვას ერთადერთი რამ, რაც როგორც მოქალაქეს, დარჩენილს ემიგრაციაში, აკავშირებს საკუთარ ქვეყანასთან - მსგავსი გადაწყვეტილება არც ერთ ხელისუფალს არ მიუღია
11 წუთის წინ

ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილი ცდილობს საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს წაართვას ერთადერთი რამ, რაც როგორც მოქალაქეს, დარჩენილს ემიგრაციაში, აკავშირებს საკუთარ ქვეყანასთან - მსგავსი გადაწყვეტილება არც ერთ ხელისუფალს არ მიუღია

„ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ მორიგ მოღალატეობრივ ნაბიჯს დგამს. ივანიშვილი ცდილობს საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს წაართვას ერთადერთი რამ, რაც როგორც მოქალაქეს, დარჩენილს ემიგრაციაში, აკავშირებს საკუთარ ქვეყანასთან და ეს არის საარჩევნო ხმის უფლება, ეს არის შესაძლებლობა, მიიღოს საკუთარ სამშობლოზე გადაწყვეტილება. ივანიშვილი ამის წართმევას ცდილობს მილიონზე მეტი მოქალაქისთვის, რომელთა დამსახურებითაც ათწლეულების განმავლობაში ხდება გადარჩენა საქართველო ეკონომიკის, მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების. ისინი არჩენენ, ინახავენ საქართველოს მოქალაქეებს და ეკონომიკას ათწლეულების განმავლობაში და სწორედ ასეთ მილიონამდე ქართველსა და საქართველოს მოქალაქეს ივანიშვილი ცდილობს, რომ წაართვას საარჩევნო უფლება. საარჩევნო უფლება, რომელიც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი. მსგავსი გადაწყვეტილება არასდროს არც ერთ ხელისუფალს არ მიუღია და არ უცდია, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩაეგდო ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები. ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში ივანიშვილის პირობებში საქართველოდან წავიდა ასეულობით ათასი საქართველოს მოქალაქე, რომელიც გაექცა პოლიტიკურ დევნას, სიღარიბეს, კორუფციას და უსამართლობას, რაც ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა. ჩნდება კითხვა, რატომ უნდა ივანიშვილს სწორედ ახლა შეცვალოს და გააუქმოს უცხოეთში საარჩევნო უბნების არსებობა და წაართვას საქართველოს მოქალაქეებს ხმის უფლება, მაშინ როცა ე.წ. სტანდარტულ სამართლებრივ პირობებში, მორიგი არჩევნები, წესით, უნდა იყოს 2028 წლის შემოდგომაზე. ეს აჩენს ეჭვებს, რომ ივანიშვილი ემზადება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის იმ პირობებში, რომ გააუარესა სამართლებრივი მოცემულობა, ის ეცდება, რომ ახალი პროპაგანდისტული ძალადობრივი მოქმედებების პირობებში, პარტიების აკრძალვის პირობებში, სცადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვფიქრობდეთ და განვსაზღვრავდეთ საერთო წინააღმდეგობის სტრატეგიას ივანიშვილის ძალადობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ძალიან მარტივად ვამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქეების დამარცხება იქნება შეუძლებელი და ის რეპრესიული პირობები, რომლებსაც აყალიბებს ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ვერ იმუშავებს. ქართველი ხალხი საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებს და ივანიშვილს არ უშველის არც ერთი რეპრესიული კანონი, რომლის მიღებასაც ის ცდილობს ან აპირებს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, წინააღმდეგობას ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ქართველ ხალხთან ერთად და განსაკუთრებულად ემიგრაციასთან ერთად.“- განაცხადა კუპრაძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები