პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი - "ქართული ოცნება" სწრაფად ემსგავსება ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს, რომელიც ყველა ახალი მოძრაობით უფრო ღრმად ჩადის.  მისი განცხადებით, “ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი კანონები აბსურდული შინაარსისაა და მათი სრულად აღსრულება შეუძლებელია.
55 წუთის წინ

სალომე სამადაშვილი - "ქართული ოცნება" სწრაფად ემსგავსება ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს, რომელიც ყველა ახალი მოძრაობით უფრო ღრმად ჩადის. მისი განცხადებით, “ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი კანონები აბსურდული შინაარსისაა და მათი სრულად აღსრულება შეუძლებელია.

სალომე სამადაშვილი - "ქართული ოცნება" სწრაფად ემსგავსება ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს, რომელიც ყველა ახალი მოძრაობით უფრო ღრმად ჩადის.

მისი განცხადებით, “ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი კანონები აბსურდული შინაარსისაა და მათი სრულად აღსრულება შეუძლებელია.

სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული კანონები პრაქტიკაში შერჩევითად იქნება გამოყენებული და შესაძლოა გახდეს კონკრეტული ადამიანებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვისა და გარკვეული პირებისა თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი.

"ქართული ოცნების" მიერ მიღებული ახალი კანონები არის აბსურდული შინაარსის და მათი სრულად აღსრულება შეუძლებელია. ცხადია, ამ მახინჯი კანონების გამოყენება შერჩევითად მოხდება, კონკრეტული ადამიანებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ასაკრძალად, კონკრეტული ადამიანების თუ ორგანიზაციების სისხლის სამართლებრივი დევნისთვის. ყველა ეს კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ადრე თუ გვიან სტრასბურგის სასამართლოს ამის დადგენის შესაძლებლობა მიეცემა, აუცილებლად. (ცხადია, თუ ევროსაბჭოდან ჩვენს გამოყვანასაც არ დაავალებს რეჟიმს რუსეთი). პოლიტიკურად კი, მიღებული კანონები მხოლოდ რეჟიმის ავტოკრატიული შინაარსის შემდგომ ლეგიტიმაციას ახდენს. შესაბამის შედეგს გამოიღებს საერთაშორისო კონტექსტშიც, რეჟიმის შემდგომი იზოლაციის თვალსაზრისით. "ქართული ოცნება" სწრაფად ემსგავსება ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს, რომელიც ყველა ახალი მოძრაობით ჭაობში უფრო ღრმად ჩადის",- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები