პოლიტიკა

მომავალ კვირას - 19 დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება. 16 და 17 დეკემბერს კი, რიგგარეშე სხდომების მოწვევა იგეგმება.
13 წუთის წინ

მომავალ კვირას - 19 დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება. 16 და 17 დეკემბერს კი, რიგგარეშე სხდომების მოწვევა იგეგმება.

რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაიხუროს. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი კვირა არასასესიო - საკომიტეტო კვირაა, საშემოდგომო სესიის დახურვის მიზნით, ბიუროს მოიწვევენ და სესიას ბიუროს სხდომით დახურავენ.

რაც შეეხება რიგგარეშე სხდომებს, პარლამენტი რამდენიმე კანონის დაჩქარებული წესით მიღებას გეგმავს. სწორედ ამიტომ 16-17 დეკემბერს რიგგარეშე სხდომები ჩატარდება. რიგგარეშე სხდომების მოწვევისთვის შალვა პაპუაშვილი მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები