პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი - გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით, ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან, როგორც პრეზიდენტი, ვეცდები, ეს საქმით დავამტკიცო, ჩვენი საზოგადოება სიყვარულით გავაერთიანო
20 საათის წინ

მიხეილ ყაველაშვილი - გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით, ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან, როგორც პრეზიდენტი, ვეცდები, ეს საქმით დავამტკიცო, ჩვენი საზოგადოება სიყვარულით გავაერთიანო

აუცილებელია, გვიყვარდეს ერთმანეთი ქრისტეს სიყვარულით, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს, ხელოვნურად შემოტანილი პოლარიზაციის თემები დავამარცხოთ ჩვენი სიყვარულით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიის შემდეგ განუცხადა.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ასევე, ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, ვულოცავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმებს, ჩვენს ოჯახებს, ქრისტეშობის მადლი შეეწიოს ყველას. მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო პატრიარქის ეპისტოლე, რომელიც ყოველთვის ყურადსაღებია, მიესადაგება არსებულ გამოწვევებსა და რეალობას. ეს არის მოყვასის სიყვარული, ალბათ დამეთანხმება ჩვენი საზოგადოება, რომ აუცილებელია, გვიყვარდეს ერთმანეთი ქრისტეს სიყვარულით, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს, ეს ხელოვნურად შემოტანილი პოლარიზაციის თემები დავამარცხოთ და დავამარცხოთ ჩვენი სიყვარულით. ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით, რაც ძალიან კარგი იქნება. როგორც პრეზიდენტი, ვეცდები, ეს საქმითაც დავამტკიცო და ჩვენი საზოგადოება გავაერთიანო სიყვარულით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!