პოლიტიკა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ სურმანიძე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაზე - ადამიანები ლპებიან, ყვარყვარეს ციხეს დაემსგავსა, ფანჯრებიდან ფეხები აქვთ პატიმრებს გადმოყოფილი, ტევა აღარ არის
17 წუთის წინ

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ სურმანიძე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაზე - ადამიანები ლპებიან, ყვარყვარეს ციხეს დაემსგავსა, ფანჯრებიდან ფეხები აქვთ პატიმრებს გადმოყოფილი, ტევა აღარ არის

ადამიანები ლპებიან, ყვარყვარეს ციხეს დაემსგავსა, ფანჯრებიდან ფეხები აქვთ პატიმრებს გადმოყოფილი, ტევა აღარ არის, - ამის შესახებ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ავთანდილ სურმანიძემ განაცხადა.

მან მოსამართლეს ციხეში არსებული მდგომარეობით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„ყველანი ტყუილად ვართ საპყრობილეში. მინდა, რომ ნომერ მერვე საპყრობილეში გადაიხედოს თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხონში სამჯერ-ოთხჯერ ნამყოფის, შიდსიანის, ყველას ერთად ყოფნა ხდება. მინდა, ეს გადაიხედოს. ჩემი თხოვნა იქნება, როგორც მოსამართლესთან, ჟურნალისტებთან, ეს პრობლემა მოგვარდეს.

ადამიანები ლპებიან, ყვარყვარეს ციხეს დაემსგავსა, ფანჯრებიდან ფეხები აქვთ პატიმრებს გადმოყოფილი, ტევა აღარ არის“, - განაცხადა ავთანდილ სურმანიძემ.

მცირე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა მარიამ მეყანწიშვილმაც.

„რაღაც ვიდეოზეა საუბარი, არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ წარმოდგენილი, არც მანამდე და არც შემდეგ, რა მოხდა. აბსურდულ ბრალს მედავებიან. ყოველდღე აქ რომ მოვიდე, სამსახურის გაცდენა მიწევს, ჩემთვის ეს უხერხულია. იმედია, მალე დადგება განაჩენი“, - განაცხადა მეყანწიშვილმა.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული.

რაც შეეხება ამავე საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულ ნანა სანდერს, მას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები