პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ანტიკორუფციულ ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები ვებ-გვერდზე აგვისტოს შემდეგ აღარ გამოუქვეყნებია
12 წუთის წინ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ანტიკორუფციულ ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები ვებ-გვერდზე აგვისტოს შემდეგ აღარ გამოუქვეყნებია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ანტიკორუფციულ ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები ვებ-გვერდზე აგვისტოს შემდეგ აღარ გამოუქვეყნებია.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დეკლარაციების საჯაროობა კანონის მოთხოვნაა, რასაც რაჟდენ კუპრაშვილის უწყება უკვე მეორედ არღვევს.

„ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს ისევ მალავს. დეკლარაციები უკვე მეორე თვეა, აგვისტოს შემდეგ აღარ ქვეყნდება.

დეკლარაციების საჯაროობა კანონის მოთხოვნაა, რასაც რაჟდენ კუპრაშვილის უწყება უკვე მეორედ არღვევს. პირველ შემთხვევაში დეკლარაციები 6 თვის განმავლობაში, 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის ივნისამდე იყო დახურული ე.წ. „ტექნიკური ხარვეზის“ გამო.

დეკლარაციების დამალვა ვერ აიხსნება ვერც შარშან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით, რომლის თანახმადაც, 2024 წლის სექტემბრიდან ჩაბარებული დეკლარაციების გასაჯაროება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 2 თვით გადავადდა.

ამ ცვლილების ამოქმედების გამო მართლაც იყო წყვეტა დეკლარაციების გამოქვეყნებაში 2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, თუმცა ამის შემდეგ დეკლარაციები ყოველდღიურად ქვეყნდებოდა“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები