ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში მსჯავრდებულმა ზვიად ცეცხლაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას „დაფიონი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსჯავრდებულმა შიმშილობას მას შემდეგ მიმართა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მამას, ზურაბ ცეცხლაძეს გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტზე 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ზვიად ცეცხლაძეს მისი უფლებადამცველი ორშაბათს მოინახულებს.