პოლიტიკა

ტრუსკავეც -მდინარაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების გარდა ყველაფერს იცავს და სინამდვილეში, პროპაგანდისტების უსტაბაშია, ისევე როგორც მისი ბნელი პატრონი, უნდა გავაწბილო: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დელეგატებმა წარმომადგენლობითი ყრილობით, დემოკრატიული მანდატით ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მომანდეს და მე ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ. ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გაავრცელა
2 წუთის წინ

ტრუსკავეც -მდინარაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების გარდა ყველაფერს იცავს და სინამდვილეში, პროპაგანდისტების უსტაბაშია, ისევე როგორც მისი ბნელი პატრონი, უნდა გავაწბილო: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დელეგატებმა წარმომადგენლობითი ყრილობით, დემოკრატიული მანდატით ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მომანდეს და მე ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ. ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გაავრცელა, რითაც უპასუხა კონკრეტული ტელეკომპანიების კითხვას, შეესაბამება თუ არა სიმართლეს თავმჯდომარის პოზიციიდან მისი გადაყენების შესახებ ინფორმაცია.

ბოკუჩავას თქმით, მას უკვე ცამეტი წელია სხვადასხვა გზით თავს ესხმიან და მათ შორის შვილების უსაფრთხოებით ემუქრებიან.

„მას შემდეგ, რაც ნიკო სკოლაში და ლუკა და სანი ბაღში გავუშვი, ატყდა გაუთავებელი რეკვა - „პოსტვ“, „რუსთავი 2“, „იმედი“ (მადლობა რუს პროპაგანდისტებს, რომ ბავშვებთან დილის რუტინა მადროვეს). კითხვა - „გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოზიციიდან გადაგაყენეს".

წარსულში, ამ პროპაგანდისტულ ბოდვას არ ვპასუხობდი, მაგრამ ახლა მინდა ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო.

გასაგებია, რომ „რუს-ქოცებს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს ყელში ვეჩხირები. ცამეტი წელია ხან ტროლ-ბოტებს მიქსევენ ბინძური ტყუილებით, ხან ბავშვების უსაფრთხოებით მემუქრებიან, ხან ფიზიკურად თავს მესხმიან პაპუაშვილი და მისნაირი ველური მძორები. გარდა იმ საქმიანობისა, რასაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო გუნდი პარტნიორებთან რეჟიმის მხილების და სანქცირების ნაწილში ეწევა, ოპოზიციის ალიანსში ჩვენი ძალისხმევა რეჟიმისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, საერთო ბრძოლის სტრატეგიით დავუპირისპირდეთ რეჟიმს.

ტრუსკავეც -მდინარაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების გარდა ყველაფერს იცავს და სინამდვილეში, პროპაგანდისტების უსტაბაშია, ისევე როგორც მისი ბნელი პატრონი უნდა გავაწბილო: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დელეგატებმა წარმომადგენლობითი ყრილობით, დემოკრატიული მანდატით ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მომანდეს და მე ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ.

ვიბრძვით გამარჯვებამდე!“- განაცხადა ბოკუჩავამ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები