თქვენ როგორ გგონიათ, რომ ქვეყანა ჩემი სურვილით და მოთხოვნებით იმართება?- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მისი სურვილი და მოთხოვნა ოპოზიციონერი ლიდერის ელენე ხოშტარიას დაკავება მისი საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე.
კალაძის თქმით, ელენე ხოშტარიას შემთხვევაში პოლიტიკოსი ხმამაღალი ნათქვამია.
„ქვეყანაში არსებობს კანონი და კანონს, კეთილი უნდა ინებოს, და ყველამ პატივი უნდა სცეს.
პოლიტიკოსი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია [ელენე ხოშტარიასთან მიმართებით], მაგრამ კანონები არსებობს და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და მას დაემორჩილოს“, - განაცხადა კალაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეტყობინების თანახმად, აღნიშნული ქმედება ჩაიდინა კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.