პოლიტიკა

ეუთო საქართველოს დე-ფაქტო მთავრობას მოუწოდებს, უარი თქვას პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, ასევე, ისინი აღნიშნავენ პოლიტიკური პატიმრების პრობლემას ამ ქვეყანაში. ეს არის ის საკითხები, რომელთა ფონზეც კონსტრუქციული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ქობალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.  მისივე შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ დიალოგისთვის მზაობის გამოხატვა შეუძლია იმ პრობლემების ამოწურვით, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების საკითხს“.
11 წუთის წინ

ეუთო საქართველოს დე-ფაქტო მთავრობას მოუწოდებს, უარი თქვას პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, ასევე, ისინი აღნიშნავენ პოლიტიკური პატიმრების პრობლემას ამ ქვეყანაში. ეს არის ის საკითხები, რომელთა ფონზეც კონსტრუქციული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ქობალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. მისივე შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ დიალოგისთვის მზაობის გამოხატვა შეუძლია იმ პრობლემების ამოწურვით, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების საკითხს“.

ეუთო საქართველოს დე-ფაქტო მთავრობას მოუწოდებს, უარი თქვას პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, ასევე, ისინი აღნიშნავენ პოლიტიკური პატიმრების პრობლემას ამ ქვეყანაში. ეს არის ის საკითხები, რომელთა ფონზეც კონსტრუქციული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ქობალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

მისივე შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ დიალოგისთვის მზაობის გამოხატვა შეუძლია იმ პრობლემების ამოწურვით, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების საკითხს“.

„ეუთო არის ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ წაახალისოს დიალოგი. ამიტომ, მათი მხრიდან დიალოგისკენ მოწოდება აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია. მათი მუშაობის ფორმატი ითვალისწინებს იმას, რომ ისინი ხვდებიან პოლიტიკური პროცესის სხვადასხვა მონაწილეებს და შემდეგ, ამ შეხვედრების შინაარს აჯამებენ. თუ კი მივაქცევთ ყურადღებას იმას, რა წერია ამ დელეგაციის განცხადებაში, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ ისინი მოუწოდებენ საქართველოს დე-ფაქტო მთავრობას, უარი თქვას პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე. ისინი ასევე, აღნიშნავენ პოლიტიკური პატიმრების პრობლემას ამ ქვეყანაში. ეს არის ის საკითხები, რომელთა ფონზეც კონსტრუქციული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია. იმისთვის, რომ დიალოგი შედგეს, შესაბამისი ვითარება უნდა იყოს. სამწუხაროდ, ასეთი ვითარება არ გვაქვს.

„ქართულ ოცნებას“ დიალოგისთვის მზაობის გამოხატვა შეუძლია იმ პრობლემების ამოწურვით, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების საკითხს. ამასთან, რაც უკავშირდება სამართლიანი სასამართლოს პრობლემებს და რაც უკავშირდება კონკრეტული არჩევნების შესაძლებლობას ამ ქვეყანაში. ამის შემდეგ დიალოგი, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება.

ეუთო თავადვე აღიარებს იმ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაში ასეთი აქტუალური და მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამ პრობლემების გადალახვის გარეშე დიალოგი ვერ შედგება“,- განაცხადა ქობალიამ.

ამასთან, მან ისაუბრა ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზეც, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავება. ასევე, გმობს განსხვავებული აზრის ჩახშობის შემზღუდველი კანონმდებლობის მიღებას და მოუწოდებს „ოცნებას“ გააუქმოს ეს კანონები“.

ქობალიას შეფასებით, როდესაც ევროკავშირი აღნიშნულ საკითხებზე საუბრობს, „ეს საფუძველშივე გამორიცხავს საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ“.

„ევროპარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა ევროკავშირის სისტემაში. ამას ძალიან ხშირად, სხვა შინაარსით პასუხობს ხოლმე „ქართული ოცნება“ და ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ ევროპარლამენტარები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ევროპარლამენტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც გავლენას ახდენს ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებებზე და მის საგარეო პოლიტიკაზე. როდესაც ევროკავშირი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები, როდესაც ის საუბრობს, რომ დემოკრატია კვდება ამ ქვეყანაში, ეს საფუძველშივე გამორიცხავს საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. ასევე, გამორიცხავს ჩვენს მომავალს ევროკავშირის სივრცეში და ფარგლებში. სამწუხაროდ, ეს არის ის კრიზისი, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება და ამას უსვამს ხაზს ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტიც“,- აღნიშნა ირაკლი ქობალიამ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები