პოლიტიკა

„აქ ცხოვრება იქნება შეუძლებელი, ქვეყანა დგება იზოლაციის საფრთხის წინაშე - უვიზო რეჟიმის გაუქმებით ყველა სექტორს შეექმნება საფრთხე“ - ცოტნე ჯაფარიძე
51 წუთის წინ

„აქ ცხოვრება იქნება შეუძლებელი, ქვეყანა დგება იზოლაციის საფრთხის წინაშე - უვიზო რეჟიმის გაუქმებით ყველა სექტორს შეექმნება საფრთხე“ - ცოტნე ჯაფარიძე

„თუ ჩვენ „დავიმსახურეთ“ უვიზო რეჟიმის გაუქმება და დავბრუნდით წარსულში, ეს აისახება როგორც შემომყვან, ისე გამყვან ტურიზმზე“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ განუცხადა და EU-სთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების ეფექტებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირებში ევროკავშირმა რეკომენდაციებით მიმართა „ქართულ ოცნებას“ და ამ რეკომენდაციების შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაუდგინა. რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში EU საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა გავლენა ექნება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას როგორც შემომყვან ისე გამყვან ტურიზმზე და აღნიშნულთან დაკავშირებით „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელს ესაუბრა.

„აქ ცხოვრება იქნება შეუძლებელი - ყველა სექტორს შეექმნება საფრთხე“

„გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიო მასშტაბით ევროკავშირი არის გაერთიანება, სადაც ცხოვრობს ყველაზე მეტი ადამიანი. ისინი ცხოვრობენ კომფორტულად, აქვთ უმაღლესი დონის საცხოვრებელი პირობები, უზრუნველყოფილი არიან მაღალი პენსიით და ხელფასებით, აქედან გამომდინარე, აქვთ საშუალება რომ იცხოვრონ კარგად და იმოგზაურონ კიდეც. ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეები გამოირჩევიან საკმაოდ მაღალი ყოველდღიური დანახარჯებით მოგზაურობის დროს - ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული ბაზარი იყო დასავლეთ ევროპა.

სავიზო რეჟიმის გაუქმება იქნება ძალიან ცუდი ჩვენი იმიჯისთვისაც - თუ არ ვცდები, ერთადერთ ქვეყანას ჰქონდა პრეცედენტი, რომელსაც მისცეს უვიზო მიმოსვლის უფლება და შემდეგ შეუჩერეს - თუ შეჩერება მოხდა, ჩვენ მეორე ასეთი ქვეყანა ვიქნებით. ისედაც შელახული იმიჯის ფონზე თუ ჩვენ „დავიმსახურეთ“ უვიზო რეჟიმის გაუქმება და დავბრუნდით წარსულში, ეს აისახება როგორც შემომყვან, ისე გამყვან ტურიზმზე“, - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.

როგორც მან აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება იქნება ეგზისტენციალური საფრთხე არამარტო ტურიზმის სექტორისთვის, რომელზეც საქართველოს შემოსავლების დიდი წილი მოდის, არამედ ყველა სექტორისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის.

„ვიზალიბერალიზაცია თუ გაჩერდა, ქვეყანა დგება იზოლაციის საფრთხის წინაშე. ტურიზმზე აღარც არის საუბარი, საერთოდ ქვეყნის მომავალი ბუნდოვანი ხდება. იმ ფონზე, როცა რუსეთს და მის მოკავშირეებს მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ შეაქცია ზურგი და პირდაპირ ამბობს გერმანიის კანცლერი, რომ ყველანაირი დიპლომატიური რესურსი ამოიწურა და ახლა არის მხოლოდ ერთი გზა, რომ რუსეთი დამარცხდეს პირდაპირ ფრონტის ხაზზე, ჩვენ ვართ ბანაკში, რომელიც არის იზოლირებული ცივილიზებული სამყაროს მიერ, არის სანქცირებული და SWIFT-დან ჩახსნილი. უნდა გვესმოდეს, რომ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგება ქვეყანა და მხოლოდ ტურიზმზე აღარ არის აქ საუბარი. ყველა სექტორს პრობლემა შეექმნება და აქ ცხოვრება იქნება შეუძლებელი“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები