პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - გზა გამარჯვებამდე გადის ნამდვილ ერთიანობაზე - თუ ამას შევძლებთ, რეჟიმი დამარცხდება და ქვეყანა დაუბრუნდება განვითარებას - აქტიური კამპანია, ერთიანი ბრენდი და შეთანხმებული მოქმედებები გააძლიერებს ჩვენს მხარდაჭერას
14 საათის წინ

გიორგი ვაშაძე - გზა გამარჯვებამდე გადის ნამდვილ ერთიანობაზე - თუ ამას შევძლებთ, რეჟიმი დამარცხდება და ქვეყანა დაუბრუნდება განვითარებას - აქტიური კამპანია, ერთიანი ბრენდი და შეთანხმებული მოქმედებები გააძლიერებს ჩვენს მხარდაჭერას

ის, რაც რეჟიმს დაამარცხებს, არის ძლიერი, მწყობრი გაერთიანება, რომელიც აჩვენებს საზოგადოებას, რომ არსებობს რეალური ალტერნატივა - რეკომენდებულია, რომ ამ ერთობის ბირთვი იყოს ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტია და „წინააღმდეგობის პლატფორმა“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, საპატიმროში მყოფი გიორგი ვაშაძის წერილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

მისი თქმით, საჭიროა „პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების სისტემური, პარიტეტული გაერთიანება, სადაც ყველა ინარჩუნებს იდენტობას, მაგრამ მოქმედებს ერთიანი სახელით, საერთო ბრენდის ქვეშ“.

„ქართული ოცნების“ ძალა ჩვენი დაქსაქსულობა და ურთიერთ თავდასხმებია. ის, რაც რეჟიმს დაამარცხებს, არის ძლიერი, მწყობრი გაერთიანება, რომელიც აჩვენებს საზოგადოებას, რომ არსებობს რეალური ალტერნატივა. როცა ეს გაერთიანება გამოჩნდება კვლევებში პირველ ადგილზე, ცვლილების პროცესი დაჩქარდება, მერყევ, გადაუწყვეტელ მოქალაქესაც უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდება უარი უთხრას „ქართულ ოცნებას“ და დასავლელი პარტნიორებიც უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.

გვჭირდება, პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების სისტემური, პარიტეტული გაერთიანება, სადაც ყველა ინარჩუნებს იდენტობას, მაგრამ მოქმედებს ერთიანი სახელით, საერთო ბრენდის ქვეშ.

გაერთიანება იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანასა და ეფექტურ მართვაზე.

რეკომენდებულია, რომ ამ ერთობის ბირთვი იყოს ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტია და „წინააღმდეგობის პლატფორმა".

გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით, ხოლო კონსენსუსის არქონისას – ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველა წევრისთვის.

განსაკუთრებულ საკითხებზე შესაძლებელია სახალხო ჩართულობით – ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპლიკაციით, სადაც საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ მონაწილეობენ.

აქტიური კამპანია, ერთიანი ბრენდი და შეთანხმებული მოქმედებები გააძლიერებს ჩვენს მხარდაჭერას.

გზა გამარჯვებამდე გადის ნამდვილ ერთიანობაზე. თუ ამას შევძლებთ, რეჟიმი დამარცხდება და ქვეყანა დაუბრუნდება განვითარებას, თავისუფლებას და ევროპულ მომავალს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები