პოლიტიკა

ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს. თუ ეს არ გაკეთდა, ყველა თავისას მიიღებს,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.  როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ვინმეს თუ ძალაუფლება აქვს, უფლისგან აქვს მიღებული.
49 წუთის წინ

ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს. თუ ეს არ გაკეთდა, ყველა თავისას მიიღებს,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ვინმეს თუ ძალაუფლება აქვს, უფლისგან აქვს მიღებული.

ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს. თუ ეს არ გაკეთდა, ყველა თავისას მიიღებს,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ვინმეს თუ ძალაუფლება აქვს, უფლისგან აქვს მიღებული.

„ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს. თუ ეს არ გაკეთდა ყველა თავისას მიიღებს. ეს რომ გროვდება უფალი უყურებს და შესაბამისად მიაგებს ყველაფერს. უფალს ვერ მოატყუებს ვერავინ, ვერც ეკლესიის წევრი და ვერც არა ეკლესიის წევრი. აუცილებელია რაღაც ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენ ხომ სკამებისთვის არ ვიბრძვით, ნებისმიერი სკამის დამთმობი ვარ ჩემი ერი იყოს კარგად, თუ არადა მაგალითებით ვნახოთ, ვინ რას აკეთებს, ზოგი იმისთვის ცხოვრობს სკამი შეინარჩუნოს ბოლომდე. ღმერთთან რომ მივდივართ, არავინ არ წავდგებით არც ეპისკოპოსებად, არც პრეზიდენტებად, არც პრემიერებად, არც იმპერატორებად, არც ხელმწიფეებად“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, უნდა ვიფიქროთ, თუ რა უნდა ღმერთს.

„რამდენი წელია საბჭოთა კავშირიდან ვითომ გამოვედით და გონებით რუსებად დარჩნენ, გონებით მონღოლებად დარჩნენ, იმიტომ, რომ წინა წინას ებრძის ყოველთვის.

რუსობას რას ვეძახი მე, ერს არ ვეხები, მმართველობის ფორმას ვიძახი. წინა ხელისუფლებამ იმის წინა უნდა მოსპოს, მერე ის, მერე ის და ასევე ხდება ყველგან.

ყველას მოვუწოდებთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ ერთად ვიცხოვროთ და დაძაბულობა არ გვქონდეს, თუ იმას ვფიქრობთ, რაღაც ისეთი კანონები მივიღოთ, რომ ვიღაცეები რაღაც მომენტში გავაჩეროთ ხოლმე? ღმერთს რა უნდა, იმაზე ვიფიქროთ“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები