პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე - აქციების დღეებში ინტოქსიკაციის შემთხვევები ალკოჰოლითაც იყო, შეიძლება პიროტექნიკით იყო - მე მჯერა მაღალი კვალიფიკაციის ტოქსიკოლოგების და არა ჩახუნაშვილების მოსაზრებების
12 წუთის წინ

მიხეილ სარჯველაძე - აქციების დღეებში ინტოქსიკაციის შემთხვევები ალკოჰოლითაც იყო, შეიძლება პიროტექნიკით იყო - მე მჯერა მაღალი კვალიფიკაციის ტოქსიკოლოგების და არა ჩახუნაშვილების მოსაზრებების

იმ დღეს, როდესაც აქციები ტარდებოდა, ინტოქსიკაციის შემთხვევები ალკოჰოლითაც იყო, შეიძლება პიროტექნიკით იყო. არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ამ ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა და ვამტკიცებთ, რომ ადამიანებს დაუპირისპირდნენ საშუალებით, რომელიც არის ლეტალური, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა BBC-ის მიერ გავრცელებულ საგამოძიებო მასალაზე.

ჯანდაცვივის მინისტრის მტკიცებით, სულ 10-ზე მეტი არ ყოფილა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ამასთან, მიხეილ სარჯველაძე თვლის, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული აქცია კანონსაწინააღმდეგო აქცია იყო.

„კანონსაწინააღმდეგო აქციის დროს, რა თქმა უნდა, პოლიციას და საპოლიციო ძალებს უკლებლივ ყველა ნორმალურ ქვეყანაში აქვს უფლება გამოიყენოს სხვადასხვა საპოლიციო საშუალება, მათ შორის, ისეთი, რომელიც იწვევს რესპირატორული სისტემის გაღიზიანებას, ცრემლდენას და ასე შემდეგ. ნებისმიერ ნორმალურ, დემოკრატიულ, ცივილიზებულ და სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიციას აქვს ასეთი ძალების გამოყენების უფლება, მათ შორის, არის ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ა.შ. სხვათა შორის, ბოლომდე სიმართლისთვის უნდა ვთქვათ, რომ პიროტექნიკასაც აქვს მავნე თვისებები. ახლავე შეგიძლიათ ვინმემ გახსნათ ტელეფონი, ChatGPT ან ნებისმიერ წყაროში გადაამოწმოთ ინფორმაცია, მაგალითად, დახურულ სივრცეში ამ მასშტაბით ამდენი პიროტექნიკის გამოყენებას, რა შეეძლო გამოეწვია ადამიანებისთვის. ესეც ნახეთ, თქვენთვის უბრალოდ, მაინც საინტერესო იქნება. ამის შემდეგ ხდება ამ აქციის დაშლა, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იყო, გამოყენებულია კონვენციური საშუალებები და ახლა, მე მეუბნებიან, რომ კონკრეტული ფორმულა უნდა გამოიკვლიო მარტო იმიტომ, რომ ვინმემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა BBC-ს, BBC-მ გადაუმოწმებლად, ნებსით თუ უნებლიედ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და ამიტომ, თურმე მე უნდა დავჯდე და რაღაც კონკრეტული ინფორმაციები ვარკვიო, რომელიც აპრიორი ვიცი, რომ აბსოლუტურად მცდარი და მტკნარი ტყუილია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, მას სჯერა კვალიფიციური ექიმების და არა ჩახუნაშვილების, რომელსაც BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორად ეყრდნობა.

„ძალიან კვალიფიციურმა, მეტი რომ არ შეიძლება, ძალიან მაღალი დონის სპეციალისტებმა კონკრეტულად თქვეს, აქ მოცემულობა ისეთია, რომ ამაზე დაყრდნობით რაიმე მყარი საფუძველი, რაიმე რეალური ხელმოსაჭიდი, ისეთი დასკვნის გაკეთებისთვის, თითქოს ადამიანები პირველ მსოფლიო ომში გამოყენებული გაზით იქნა [მოწამლული] და ა.შ. ეს არ არის მართებულიო. ეს ითქვა ექიმების მხრიდან, ასეთ პირობებში, მე მჯერა, რა თქმა უნდა, არა ჩახუნაშვილების მოსაზრებებისა, რომლებსაც არასწორად ეყრდნობა BBC-ი, არამედ მჯერა, მაღალ კვალიფიციური ტოქსიკოლოგების, რომლებმაც თქვეს, რომ აქ მიზეზი დასკვნის გაკეთებისთვის, რაიმე რეალური ვარაუდის დაბადებისთვის, რომ ვინმეს რაიმე უკანონო აქვს გამოყენებული, ობიექტურად არ არსებობს.

კონკრეტული ნივთიერება, რა შეისყიდა, როგორ შეისყიდა და როგორია მისი ფორმულა და დამახასიათებელი - ამას ვამბობდი შარშან, ამას ვიტყვი წელსაც და თუ ვინმე მკითხავს, მომავალ წელსაც ვიტყვი, რომ ამის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია აქვს შსს-ს. დიახ, რა თქმა უნდა, მჯერა და მგონია, რომ შსს მოქმედებდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, როდესაც იყენებდა ამ საშუალებებს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები