ვინ არის ქუთაისში გარდაცვლილი 5 თვის ორსული გოგო – მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა

ქუთაისის საავადმყოფოში სავარაუდო ვირუსით გარდაცვლილი ფეხმძიმე ქალი ონის რაიონის სოფელ პიპილეტიდან იყო. 32 წლის ეკა გოგლიძეს ორი შვილი, მეორე კლასელი და 4 წლის მცირეწლოვანი დარჩა. შეგახსენებთ, რომ ონში მცხოვრები ქალი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ჯგუფმა დაუყოვნებლივ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. გართულებული რესპირატორული ინფექციის გამო, ორსული ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფაქტს ადასტურებენ კლინიკაში, თუმცა ამბობენ, რომ ოჯახის თანხმობის გარეშე დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ. პაციენტი 8 თებერვალს გარდაიცვალა. primetime.ge

იხილე

შსს-მ გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ორი პირი – 1984 წელს დაბადებული მ.კ. და 2000 წელს დაბადებული გ.ც. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, წინასწარ შეთანხმებით, გორში, თამარ მეფის ქუჩაზე, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა ისინი ადგილზე დააკავეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

იხილე