პოლიტიკა

ანი ნადარეიშვილი - როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ  მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს და ჩვენი საქმის ერთადერთი მთავარი მოწმეც გახდება ბედუკაძესავით. ბოკერიას ცოლს, ნინო ჯღარკავას და ლადო სადღობელაშვილს ერთნაირად გაუხარდათ ბაჩოს დაკავება.

როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს და ჩვენი საქმის ერთადერთი მთავარი მოწმეც გახდება, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი აცხადებს.

აღნიშნულის შესახებ ნადარიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„როცა ბოკერიას ცოლს, ნინო ჯღარკავას და ლადო სადღობელაშვილს ერთნაირად გაუხარდათ ბაჩოს დაკავება და ერთნაირად ეწყინათ ჩემი გათავისუფლება, როგორც მინიმუმ უხერხული უნდა იყოს მისი პატარა ბაბლისთვის.

როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს და ჩვენი საქმის ერთადერთი მთავარი მოწმეც გახდება ბედუკაძესავით“, - წერს ნადარეიშვილი.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები