ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გურასპაშვილმა თანამდებობა დატოვა. გურასპაშვილმა გუშინ ამის შესახებ განცხადება თავად გაავრცელა. ხაშურის მუნიციპალტეტის მერიის საზოგდოებასთან ურთიერთობის სამსახურში, მერის გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ, პროცედურულად, ხაშურის მერის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, ზვიად ქურდაძე შეასრულებს. გავრცელებული ინფორმაციით, მერის თანამდებობიდან გადადგომას ,,ქართული ოცნების” ოფისში, ქარელისა და ხაშურის საარჩენო ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის და გურასპაშვილის კონფლიქტს უკავშირებენ. მერის თანამდებობის დატოვების მიზეზების გასარკევად ,,თრიალეთი” გიორგი გურასპაშვილს დაუკავშირდა. იგი ჩვენთან სატელეფონო საუბრისას დუგლძესთან კონფლიქტს უარყოფს და ამბობს, რომ მერის თანადმებობა მან პირადი გადაწყვეტილებით დატოვა.

იხილე