შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, მიმდინარეობს მსჯელობა შეზღუდვების უფრო გამკაცრების თაობაზე. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, მნიშნველოვანია როგორც შეზღუდვების დაწესება, ისე მათი აღსრულება. კითხვაზე, „ლოქდაუნის“ დაწესების საჭიროება არის თუ არა, გამყრელიძე პასუხობს: „გააჩნია რას გულისხმობთ. შეზღუდვები ქვეყანაში დაწესებულია და კიდევ უფრო გამკაცრდება. ამაზე დღესაც იყო მსჯელობა, კიდევ დამატებითი კონსულტაციები გაიმართება დღეს საღამოს და კიდევ უფრო გამკაცრდება მთელი რიგი შეზღუდვები ქვეყანაში. მარტო დაწესება არ არის მნიშვნელოვანი. საჭიროა ამ შეზღუდვების აღსრულება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილე

საქართველოში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 3157 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 82 835-ს შეადგენს. ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე. ამასთან, დღეს გარდაიცვალა 30 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 230. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2326, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი 5592.

იხილე