პოლიტიკა

გედევან ფოფხაძე - შიმშილობის მე-8 დღეა, 2 ადამიანი შემოგვიერთდა და ამ მომენტისთვის 8 ადამიანი ვშიმშილობთ - მხნედ ვგრძნობთ თავს და მიგვაჩნია, რომ ეს აქცია უნდა გაფართოვდეს, სანამ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო არ შეიცვლება
3 წუთის წინ

გედევან ფოფხაძე - შიმშილობის მე-8 დღეა, 2 ადამიანი შემოგვიერთდა და ამ მომენტისთვის 8 ადამიანი ვშიმშილობთ - მხნედ ვგრძნობთ თავს და მიგვაჩნია, რომ ეს აქცია უნდა გაფართოვდეს, სანამ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო არ შეიცვლება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე, რამდენიმე აქტივისტთან ერთად, პარლამენტის წინ შიმშილობას განაგრძობს.

მე-8 დღეა, რაც ფოფხაძე პროტესტის აღნიშნულ ფორმას მიმართავს.

როგორც გედევან ფოფხაძის განცხადებით, შიმშილობის აქციას პოლიტიკური მიზანი აქვს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები აღარ იყვნენ და ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

„მე-8 დღეა შიმშილობის, უკვე 2 ადამიანი შემოგვიერთდა. ამ მომენტისთვის 8 ადამიანი ვშიმშილობთ, 7 აქ, პარლამენტის წინ, ხოლო ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისათვის დამაკმაყოფილებელია, განსაკუთრებული პრობლემები არ გვაქვს, მხნედ ვგრძნობთ თავს. მიგვაჩნია, რომ ეს აქცია უნდა გაფართოვდეს და გაძლიერდეს, სანამ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო არ შეიცვლება. პარლამენტი, რომელიც არალეგიტიმურია და ამდენი პოლიტიკური პატიმარია ქვეყანაში, გამორიცხავს ქვეყნის სამართლებრივ, სამართლიან და ჯანსაღ განვითარებას.

ამ აქციას პოლიტიკური მიზანი აქვს, რომ ეს პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ უნდა იყვნენ და ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, იქცეს მთავარ პოლიტიკურ ამოცანად და ამ მიზნების აქტუალიზაცია მოხდეს. მარტო შიმშილობის აქცია ამ შედეგს ვერ მოგვაპოვებინებს, რადგან მეორე მხარეს არის კორუმპირებული, არალეგიტიმურ ყაჩაღთა, ვერცხლის მოყვარულთა კლუბი, რომელიც ამ ქვეყანას ძარცვავს. თავისი ნებით ისინი ამას არ დათმობენ, უნდა გაჩნდეს საპროტესტო დინება, რომელიც იბრძოლებს, დაანგრევს და ძირს გამოუთხრის მათ, რომელიც შემდგომ გაერთიანდება და წალეკავს კორუმპირებულ და არალეგიტიმურ რეჟიმს",- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“.

რეგიონი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები