პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადები წესდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს მასშტაბით, პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ. მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე სემეკის მიერ შემუშავებული ახალი წესის მიხედვით, დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო ყოველი თვის 22 რიცხვამდე გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები. გადახდის სპეციალური ვადებით სარგებლობისათვის პენსიონერებმა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულმა პირებმა საკუთარი გარემოებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ელექტროენერგიის მიმწოდებელ…

იხილე

რომელი ობიექტები შეძლებენ „მწვანე სერტიფიკატის“ მიღებას – ბექა ფერაძის განმარტება

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მწვანე სერტიფიკატი მიენიჭება ობიექტს, რომელზეც დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა იქნება აცრილი. თუმცა, მისივე თქმით, ეს პროცენტობა კიდევ დაზუსტდება, რადგან დღეს დაახლოებით 80%-ზეა საუბარი. „ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოთხოვნები არა მხოლოდ ვიზიტორის მიმართ არსებობდეს, არამედ თავად ვიზიტორსაც შეეძლოს უსაფრთხო და მწვანე ობიექტის არჩევა. თუ გრძელვადიან პერსპექტივაში დავინახავთ, რომ ობიექტი არ ნერგავს ამ მექანიზმს, მოგვიწევს სანქციების გატარება. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არაა სადამსჯელო მექანიზმი. მწვანე პასპორტებისა და ზონების კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ეს სასარგებლოა ბიზნესისთვის, რამეთუ მთავრობას არ მოუწევს შეზღუდვების…

იხილე

1 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღევანდელი დღე დაგაფიქრებთ პირად-სასიყვარულო საკითხებზე და მომავალ პერსპექტივებზე, სტაბილურ ცხოვრებაზე. კურო იყავით დაკვირვებული და მოზომილი რათა არ აღმოჩნდეთ დაუგეგმავ, უსიამოვნო სიტუაციებში. ტყუპები ისიამოვნეთ, დატკბით ამ რეალობით, დღევანდელი შეხვედრებით. სათანადო ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას. კირჩხიბი ამ დღის ენერგიები მიმართეთ თქვენი პროფესიონალიზმის წარმოსაჩენად. თქვენ გაქვთ შანსი მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოთ. ლომი წარმატების დღეა, თქვენი ფერადი ოცნებები ფრთებს ისხავს, ახალი პერსპექტივებისკენ მიმავალი გზები იხსნება. ქალწული ღიმილი და მეტი ოპტიმიზმი, აი ეს გჭირდებათ დღეს. ყველა დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია, როდესაც გაქვთ საკუთარი თავის რწმენა. სასწორი იყავით გაბედული, გამოიჩინეთ ინიციატივა სამსახურში, განსაკუთრებით ხელფასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.…

იხილე

დღეიდან რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი ძვირდება

დღეიდან რეგიონებში „სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზს 20 თეთრით აძვირებს. ახალი ტარიფით 1მ3 ბუნებრივი გაზის ღირებულება ერთი ლარი და 15 თეთრი იქნება. გაზის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება 2 ნოემბერს გაავრცელა. „სოკარ ჯორჯია გაზის” განცხადებით, ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ენერგომატარებლების მსოფლიო ფასის ცვლილებით იყო განპირობებული.

იხილე

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან 12 წლის გოგონა გადმოვარდა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან 12 წლის გოგონა გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ ღამით, მე-12 მიკრორაიონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა აივანზე იყო გასული და სარეცხს ფენდა. დაცემის შედეგად, მან გარკვეული დაზიანებები მიიღო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, კონტაქტურ მდგომარეობაში კლინიკა „რუსთავში” მიიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს” კლინიკაში განუცხადეს, 12 წლის მოზარდს ჩაუტარდა კვლევები და გოგონა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს.

იხილე

სწრაფი ტესტი ახალ შტამს, ომიკრონს ვერ ამოიცნობს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწრაფი ტესტი კორონავირუსის ახალ შტამს, ომიკრონს ვერ ამოიცნობს. როგორც გამყრელიძე ინტერპრესნიუსთან განმარტავს, უკვე არსებობს PCR ტესტი, რომელიც ამ შტამის ამოცნობას შეძლებს, თუმცა ტესტირება ახალი შტამის საბოლოო იდენტიფიცირებისთვის საკმარისი არაა. “სწრაფი ტესტი ვერ ამოიცნობს ახალ შტამს, ომიკრონს. ახალ შტამზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია ზოგიერთი PCR მეთოდით, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება და სამ გენზე მუშაობს. ახალი შტამის, ომიკრონის ამოცნობა სპეციალური პისიარით ხდება. ხვალ ან ზეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ექნებათ ლუგარის თანამშრომლებს კონსულტაცია. უკვე არის გარკვეული სპეციფიური პისიარი, რომელიც ჩვენ გვაქვს დელტა და ალფა შტამზე და მის…

იხილე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4459 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 321 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 187 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 134 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 459 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 850 102-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.65%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 957 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა…

იხილე

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1-ელ დეკემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი + 6 გრადუსი იქნება. იწვიმებს.მესტიაში თოვლი და +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -10 გრადუსი…

იხილე

მწვანე პასპორტით სარგებლობისთვის აპლიკაცია CovidPass Georgia უნდა გადმოწეროთ

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მწვანე პასპორტით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა აპლიკაცია CovidPass Georgia უნდა გადმოწერონ. რაც შეეხება Georgia e-Health აპლიკაციას, ის მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ვიზიტისას უნდა გამოიყენონ. უწყება განმარტავს, რომ ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების შეუფერხებლად მიღება-მიწოდების მიზნით, ორი სპეციალური აპლიკაცია — CovidPass Georgia და Georgia e-Health შექმნეს.”CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს. აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით”, — აცხადებს უწყება.მათი განმარტებით, საზღვარგარეთ ვაქცინირებული პირი (უცხოელი ვიზიტორი ან საქართველოს მოქალაქე), საზღვარზე შემოსვლისას წარადგენს ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას ან PCR ტესტის ნეგატიურ…

იხილე

4 ცვლილება, რომელიც ქვეყანაში დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან, 1-ლი დეკემბრიდან საქართველოში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდა.უფრო კონკრეტულად:დღეიდან „მწვანე ბარათის“ სისტემა ამოქმედდადღეიდან ქვეყანაში ე.წ. მწვანე ბარათის სისტემა ამოქმედდა. შედეგად, მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები/ კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) /კინოთეატრები/თეატრები/საკონცერტო დარბაზები/ოპერა/ გასართობი ობიექტები/სამორინეები და სათამაშიო დარბაზები/სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები /სამთო კურორტების საბაგიროები. სავაჭრო ცენტრებში შესვლას „მწვანე პასპორტის“ გარეშე შეძლებენ, თუმცა, მოლში არსებულ კვების და გასართობ დაწესებულებებში შესვლისთვის „მწვანე პასპორტი“ აუცილებელია. ასევე, მწვანე სტატუსის ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის. „მწვანე…

იხილე