პოლიტიკა

პარლამენტმა გიორგი ფრუიძე სემეკ-ის წევრის თანამდებობაზე აირჩია
15 წუთის წინ

პარლამენტმა გიორგი ფრუიძე სემეკ-ის წევრის თანამდებობაზე აირჩია

ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს.

„გიორგი ფრუიძე სპეციალობით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსია. მან 1992 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი, ხოლო 2004 წელს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ფინანსებსა და საბანკო საქმეში.

გიორგი ფრუიძე სემეკის წევრად პირველი ვადით არჩეულ იქნა 2019 წელს. ამ პერიოდის განმავლობაში სემეკში მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა არაერთი ნორმატიული აქტი, რომელმაც ხელი შეუწყო რეგულირებადი სექტორების განვითარებას. გიორგი ფრუიძის უშუალო ჩართულობით სემეკი მუშაობს მელიორაციის სექტორის რეგულირების საკითხებზე.

კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შერჩევა ხდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე. კანონის შესაბამისად, კომისიის წევრობის შერჩეულ კანდიდატს საქართველოს მთავრობა ითანხმებს შესარჩევი კომისიის მიერ შესაბამისი კანდიდატის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა. საქართველოს მთავრობის წარდგინებით კომისიის წევრობის კანდიდატს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით. საქართველოს პარლამენტი კომისიის წევრებს ირჩევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. კომისიის წევრი თანამდებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ“,- აღნიშნულია სემეკ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები