პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე - ყოფილი თანამდებობის პირი როდესაც სასჯელს მოიხდის, წლების განმავლობაში მოუწევს, დეკლარაციები შეავსოს, რასაც მონიტორინგს შესაბამისი სამსახურები გაუწევენ
4 წუთის წინ

არჩილ გორდულაძე - ყოფილი თანამდებობის პირი როდესაც სასჯელს მოიხდის, წლების განმავლობაში მოუწევს, დეკლარაციები შეავსოს, რასაც მონიტორინგს შესაბამისი სამსახურები გაუწევენ

მოქმედი კანონმდებლობით, ყოფილი თანამდებობის პირები დეკლარაციას არ ავსებენ. მომავალში ეს შესაძლებელი არ იქნება და კონკრეტული დამნაშავე როდესაც სასჯელს მოიხდის, წლების განმავლობაში მოუწევს, თანამდებობრივი დეკლარაციები შეავსოს, რასაც მონიტორინგს შესაბამისი სამსახურები გაუწევენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის კორუფციასთნ ბრძოლის ერთ-ერთი პრევენციული საშუალება.

„მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ყოფილი თანამდებობის პირები დეკლარაციას არ ავსებენ. ვინმეს თუ აქვს მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, როცა წესით ქვეყანას და ხალხს უნდა ემსახურებოდეს, ხალხის ფულით შეეცდება, რომ თავისი ჯიბე გაისქელოს და თავისი ბედნიერება ააწყოს, სასჯელს მოიხდის და შემდეგ ეს შერჩება, მომავალში შესაძლებელი არ იქნება. კონკრეტული დამნაშავე როდესაც სასჯელს მოიხდის, წლების განმავლობაში მოუწევს, თანამდებობრივი დეკლარაციები, რომელსაც ყველა ვავსებთ, შეავსოს და საჯარო განსახილველად გამოიტანოს საკუთარი თანხები, ქონება, გახარჯული ფინანსები. ამას მონიტორინგს შესაბამისი სამსახურები გაუწევენ. ეს პრევენციის კიდევ ერთი საშუალებაა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ კორუფციასთან ბრძოლა პრაქტიკაში უმკაცრესად აღსრულდება.

„ამ ყველაფერს თავისი სახელი მამუკა მდინარაძემ დაარქვა. „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. პირველ რიგში, ეს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა, რასაც მხარს „ქართული ოცნების“ გუნდი უჭერს, მათ შორის საპარლამენტო გუნდიც. საკანონმდებლო დონეზე თუ კიდევ რაიმე საშუალებაა, რომ კანონმდებლობა გამკაცრდეს, უკან არაფერზე დავიხევთ. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ყველანაირად ეფექტური რომ იყოს, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც განხორციელდება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები