პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს აქვს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღების სურვილი და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს
50 წუთის წინ

მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს აქვს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღების სურვილი და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს

ძალიან ვწუხვართ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მივიდა იქ, სადაც მივიდა. საქართველოს აქვს სურვილი ამ ურთიერთობის გაჯანსაღების, პოზიტიურ კონტექსტში გადატვირთვის და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ურთიერთობები ამ მიმართულებით წავიდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პოზიციები ღიად დაფიქსირებულია არაერთხელ.

„ჩვენ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობა და ეს სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს გარკვეული შინაარსით შევსებული. ძალიან ვწუხვართ იმაზე, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მივიდა იქ, სადაც მივიდა და, რა თქმა უნდა, სურვილი ამ ურთიერთობის გაჯანსაღების, პოზიტიურ კონტექსტში გადატვირთვის, საქართველოს აქვს და ყველაფერს გააკეთებს ამისთვის, რომ ეს ურთიერთობები ამ მიმართულებით წავიდეს. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს პერიოდიც დატვირთული იყო საკმაოდ მძიმე რიტორიკით, რაც გვესმოდა, შეიძლება არა სახელმწიფო დეპარტამენტის დონეზე, შეიძლება არა უმაღლეს დონეზე, შეიძლება სხვა დონეზე, სხვადასხვა მხრიდან, თუმცა ქართული საზოგადოების შეშფოთების მცდელობები ჩვენ ვიხილეთ. იყო იგივე „მეგობარი აქტის“ განხილვის პროცესი და მასთან დაკავშირებული განცხადებები, საკმაოდ აქტიური უილსონის სოციალური კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ „მეგობარი აქტი“ აღარ არის აქტუალური. სახელი ჰქვია ასეთი, თორემ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არაფერი საერთო არ აქვს ამას მეგობრობასთან და ჩვენ არ გვსურს, რომ ეს იყოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების საფუძველი. ეს აქტი არ განიხილება, არც მცდელობები, რაც იყო ამ აქტის სხვადასხვა აქტში გადატანის და შემოპარების, იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო რაიმე ფორმით მიღებული, ეს ამ წუთას არ განიხილება და არსად არ ჩანს, რომ ახლო მომავალში მსგავსი რამ იქნება. თუმცა ჩვენთვის სასურველია, გვქონდეს გარკვეული სიცხადე იმ ინტერესებთან დაკავშირებით, რაც იქნებოდა ვაშინგტონიდან საქართველოსთან ურთიერთობაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები