მამაკაცი თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში გადახტა


მტკვარში მაშველები მამაკაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მათთან ინფორმაცია დაახლოებით 15:00 საათზე შევიდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში გადახტა.

სამძებრო სამუშაოებს როგორც მყვინთავები, ასევე სახმელეთო სამაშველო ჯგუფები ახორციელებენ.


 

Related posts