შენების მოძრაობამ გორში კანდიდატები წარადგინა

 

 

 

გაიცანით ეს ზურა კაპანაძეა, გორის მაჟორიტარი დეპუტატის სოსო მაკრახიძის ბიუროს ხელმძღვანელი, მის გვერდით მდგომი კი ასევე ქართული ოცნების წევრი დარეჯან შატბერაშვილი.

 

მმართველი პარტიის წევრები დაინტერესდნენ თუ ვინ მივიდნენ შენების მოძრაობის კანდიდატების წარდგენაზე.

 

მას შემდეგ რაც გადაიღეს და კარგად დააკვირდნენ ტერიტორია დატოვე და წარდგენაც დაიწყო.

 

 

 

მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი სიტყვით გამოვიდა და მერობის კანდიდატად  გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი დავით ოანიაშვილი წარადგინა. პარტიის სლოგანია რაც კარგია ვუვლით, რაც ცუდიავცვლით, რაც გვაკლიავქმნით. პარლამენტის ყოფილი სპიკერი ირწმუნება, რომ გორში პარტია წარმატებას მიაღწევს და მერი დავით ონიაშვილი გახდება.

 

 

 

გორის მერობის კანდიდატი იმ სამუშაოებზე ამახვილებს ყურადღებას რაც სამი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტიდან შეასრულა და არჩევის შემთხვევაში მსოახლეობას უკეთეს მომავალს და წინსვლას დაპირდა.

 

 

შენების მოძრაობის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი კი ბადრი ნანეტაშვილია. მან პოლიტიკაში დაბრუნება დავით უსუფაშვილთან ერთად გადაწყვიტა. ნანეტაშვილი გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას თვითმმართველობაში ნეპოტიზმის და ქართული ოცნების მმართველობის დასრულებას პირდება.

 

 

 

მოძრაობას საკრებულოს მოქმედი დეპუტატებიც  შეუერთდნენ, რომლებიც საკრებულოს წევრობისთვის სხვადასხვა თემიდან ისევ იბრძოლებენ.

 

შენების მოძრაობის ხელსუფლებაში მოსვლისთვის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილიც იბრძოლებს.

 

 

წარდგენაზევე დატოვა “ქართული ოცნების“ რიგები გამგეობის ადამიანური რესურსების განყოფილების წარმომადგენელმა ირმა პაპიძემ.

 

 

 

შენების მოძრაობის მაჟორიტარი და მერობის კანდიდატის წარდგენას მოქალაეებიც ესწრებოდნენ.

 

 

 

შენების მოძრაობა დავით უსუფაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად რამდნიემ თვის წინ დააფუძნა, რომლის წევრებიც საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები არიან, მათ შორის პარლამენტის ყოფილი წევრები.

 

Related posts