საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას იგეგმება

 

 

 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ახალგორის რაიონში, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას გეგმავს. ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, პუნქტის გახსნის მიზანი, ტვირთის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლია.


მურატ ცხოვრებოვის თქმით, წლების განმავლობაში საქართველოდან შეტანილი ტვირთი საბაჟო გადასახადებისგან თავისუფალი იყო და საბაჟო პუნქტის გასნის გადაწყვეტილება ტვირთების მოცულობის მონიტორინგის შედეგად მიიღეს.


მისი თქმით, გახსნისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია განსახილველად ცხინვალშია გადაგზავნილი.

Related posts