ვინ არ გაწყრომია შვილს? მივეცი ჩვეულებრივად შენიშვნა

 

 

მეცხრე კლასელი გოგონას თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე, გამომძიებლებმა მოსწავლის მშობლები დაკითხეს.

 

თვითმკვლელობის მცდელობის სავარაუდო მიზეზად, ოჯახური კონფლიქტი სახელდება. კონფლიქტის შესახებ, გუშინ არასრულწლოვანის დედამაც დაადასტურა.


თუმცა დღეს, ის გამოკითხვის დეტალებზე აღარ საუბრობს. მომხდარის შესახებ მცირე კომენტარს აკეთებს მოზარდი გოგონას მამა. ანზორ ხვიჩიას თქმით, გამომძიებლებს მასთან კითხვები ქონდათ, იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა კონფლიქტი ოჯახში. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში ოჯახი აღარ არის დაბარებული.


„მამამ მივეცი ჩვეულებრივად შენიშვნა შვილს. ყველას გამოგვიცდია, ვინ არ გაწყრომია შვილს? მეტი არაფერი. ფსიქოლოგთანაც გვყავდა გუშინ წაყვანილი და ინტენსიურად ვატარებთ,“ – ამბობს მოზარდი გოგონას მამა.


ფოთის პოლიციაში გუშინ გვიან ღამით გამოიკითხნენ არასრულწლოვანის მშობლები და გამოკითხვას ესწრებოდა თავად მოზარდიც, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა.


მეცხრე კლასელმა გოგონამ სკოლის საპირფარეშოში ვენების გადაჭრა სცადა, შემდეგ კი დახმარება სკოლის მანდატურს სთხოვა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

Related posts