"უფრო მეტ გაჭირვებაში ჩაგვაგდებენ" – მძღოლები ტაქსების აღრიცხვის და ლიცენზირების ინიციატივას აპროტესტებენ

კახა კალაძის ინიციატივასთან დაკავშურებით, რომელიც ტაქსების აღრიცხვას და ლიცენზირებას გულისხმობს მძოლები სკეპტიკურად უყურებენ.
როგორც თბილისის საკრებულოს „ევროპული საქართველოს” ფრაქციის წევრებთან შეხვედრაზე ტაქსის მძღოლებმა განაცხადეს, ინიციატივა მათთვის მიუღებელია, რადგან ის დაამძიმებს მათ პირობებს.

მძღოლებუ ხელისუფლებას სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებას ურჩევენ.

მათი თქმით, კერძო ტაქსების აღრიცხვა და შემდეგ მათი ლიცენზირება, უმუშევრობას გამოიწვევს.

“ეს მძღოლს დააწვება ძალიან მძიმედ. მძღოლები ისეთ დღეში არიან, რომ შეიძლება მთელი დღე იმუშაოს და ლარიც ვერ წაიღოს სახლში. ეს უნდა გაითვალისწინონ, დღევანდელი პირობები, რა პირობებში უწევთ ტაქსზე მუშაობა. 50 ლარი უნდა გადადო მანქანისთვის, რომ შეინახო და 50 ლარს რომ გადადებ, საარსებო ფულიც ხომ გინდა, ამდენი ფული კიდე ტაქსით არ ამოდის. რომ შეამოწმო ეს მანქანები, შეიძლება 90%-მა არც ივარგოს. უფრო მეტ გაჭირვებაში ჩავარდება ეს ხალხი,” – განაცხადა გიორგი გიორგაძემ.

თბილისის მერიის ინიციატივას ნეგატიურად აფასებენ „ევროპული საქართველოს” წევრებიც.

„ტაქსების რეგულირება არის აბსოლუტურად არასწორი, მოძველებული ნაბიჯი. ტაქსების რეგულირება მსოფლიოში თითქმის აღარსად არის, ტენდენცია არის იქით, რომ ეს აღარ მოხდეს. განსაკუთრებით საქართველოში, ეს არის ბრძოლა გაჭირვებულებთან და არა გაჭირვებასთან. მათი რეგულაცია, მათთვის საქმიანობის გართულება და გადასახადების დაკისრება, თბილისში არც ტაქსების მომსახურებას, არც ამ ადამიანების მდგომარეობას არ გააუმჯობესებს. არის პოპულისტური განცხადება, ვისზე გათვლილი ესეც გაუგებარია,” – აცხადებს გოკა გაბაშვილი.

წყარო:newposts.ge

 

Related posts