816 ავტობუსიდან ნახევარზე მეტმა ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა

2017 წელს თბილისში არსებული 816 ავტობუსიდან ნახევარზე მეტმა, 56%-მა ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმარაობაზე სტატისტიკა, აუდიტის დასკვნაში წერია.

დასკვნის თანახმად, 143 ერთეულ ახალ MAN-ის ფირმის ავტობუსს არ ეკუთვნის ინსპექტირება (პტი,) ხოლო დანარჩენი 673 ძველი ავტობუსიდან, 456 ერთეულმა (68%) ვერ გაიარა პტი.

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ავტობუსების საშუალო ასაკი 12 წელზე მეტია, ხოლო, საგზაო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ნაკლებობამ განაპირობა მათი მდგომარეობის
გაუარესება:

“მგზავრთა გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, გამონაბოლქვის სისტემის გაუმართაობის მიუხედავად, სატრანსპორტო კომპანია ავტობუსებს მაინც უშვებს ხაზზე”.

წყარო: NEWS.On.ge

 

Related posts