შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შოვში, სტიქიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული ნინო კენჭაძეა

შოვში, სტიქიის შედეგად  ერთ-ერთი დაღუპული ნინო კენჭაძეა – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება და ნათქვამია, რომ ცხედარი მამამ ამოიცნო.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ტერიტორიაზე ნახეს ცხედარი.

ცნობისთვის, ნინო კენჭაძესთან ერთად სტიქიის ზონაში ორი ახალგაზრდა გოგო, გვანცა ბუბაშვილი და სალომე ხეთაგური, იმყოფებოდენენ. მათ შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.