პოლიტიკა

რასა იუკნევიჩიენე - შოკისმომგვრელია, თუ რაზეა წამსვლელი „ქართული ოცნება“, რათა სახელმწიფო ხელში ჩაიგდოს - BBC-ის დასკვნები დამოუკიდებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს
37 წუთის წინ

რასა იუკნევიჩიენე - შოკისმომგვრელია, თუ რაზეა წამსვლელი „ქართული ოცნება“, რათა სახელმწიფო ხელში ჩაიგდოს - BBC-ის დასკვნები დამოუკიდებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს

BBC-ის დასკვნები დამოუკიდებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს, - ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

„შოკისმომგვრელია ის, თუ რაზეა წამსვლელი „ქართული ოცნება“, რომ სახელმწიფო ხელში ჩაიგდოს და გაუტეხელი ქართველი ხალხი გააჩუმოს. ეს სრულიად ლუკაშენკოს მეთოდია“, - წერს იუკნევიჩიენე X-ზე.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები