ნუგზარ წიკლაურის პრესკონფერენცია (1)

საპარელამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და ნატოში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა. წიკლაურის  განცხადებით საქართვეკლოს ნატოში გაწევრიანება ქვეყნის ფუნდამენტური ღირებულებაა და განმარტა რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება დამოკიდებულია ერთის მხრივ ალიანსში შემავალი ქვეყნების კეთილ ნებაზე, მეორეს მხრივ კი იმ ქვეყანაზე რომელსაც მასში გაწევრიანების სურვილი აქვს. პარლამენტარის თქმით ბოლო დროს კეთდება განცხადებები, რომელიც საქართველოს  ნატოში გაწევრიანების დაჩქარებას ხელს უშლის. წიკლაური დღეს გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ალასანიას განცხადებასაც შეეხო, სადაც მან ნაციონალური მოძრაობა რუსეთთან ურთიერთობაში დაადანაშაულა.

 

 

Related posts