შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება. დიპლომატებისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა ელჩებისა და პრეზიდენტის შეხვედრა სავარაუდოდ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს უკავშირდება.