პოლიტიკა

ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ამ შეთანხმებას ვხედავ და ოპოზიციის პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს ვუყურებ, განსაკუთრებით ციხიდან, - ასე ეხმაურება პარტია “დროას” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ოპოზიციური ალიანსის ჩამოყალიბებას. როგორც ხოშტარიას მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, პროდასავლური პარტიების ერთობლივი მუშაობა სერიოზული წინაპირობაა”.
5 წუთის წინ

ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ამ შეთანხმებას ვხედავ და ოპოზიციის პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს ვუყურებ, განსაკუთრებით ციხიდან, - ასე ეხმაურება პარტია “დროას” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ოპოზიციური ალიანსის ჩამოყალიბებას. როგორც ხოშტარიას მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, პროდასავლური პარტიების ერთობლივი მუშაობა სერიოზული წინაპირობაა”.

ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ამ შეთანხმებას ვხედავ და ოპოზიციის პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს ვუყურებ, განსაკუთრებით ციხიდან, - ასე ეხმაურება პარტია “დროას” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ოპოზიციური ალიანსის ჩამოყალიბებას.

როგორც ხოშტარიას მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, პროდასავლური პარტიების ერთობლივი მუშაობა სერიოზული წინაპირობაა, რაც “სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებში ოპოზიციამ ვერ მოახერხა”.

“კრიტიკული მომენტი დგება რეჟიმთან ბრძოლაში. კრიტიკული მომენტი ინიციატივის აღების, პირველ რიგში, ჩვენი ხალხისთვის და აგრეთვე მთელი მსოფლიოსთვის იმის ჩვენების, რომ საქართველო ბიძინა არ არის. ეს არა კომენტარებით, არამედ საქმით უნდა ვანახოთ. პოლიტიკური კლასის ისტორიული ვალდებულებაა, ეს შევძლოთ. პროდასავლური პარტიების ერთობლივი მუშაობა ინიციატივისა და პასუხისმგებლობის აღების ძალიან სერიოზული წინაპირობაა. ბევრმა სხვა ოპოზიციამ ავტოკრატიულ ქვეყნებში ეს ვერ მოახერხა. ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ ამ შეთანხმებით. თუმცა, ჯერ სიხარული ადრეა და საქმით უნდა ვანახოთ შედეგი, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ამ შეთანხმებას ვხედავ და ოპოზიციის პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს ვუყურებ, განსაკუთრებით ციხიდან.

არ დავზოგავთ თავს შედეგისთვის!

ბოლომდე!”, - ნათქვამია ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“ აწერენ ხელს.

ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას.

შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს მათ შორისაა, ერთობა ერთფეროვნების გარეშე, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე.

ასევე, შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის.

„ოპოზიციის ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე”.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები