ტრაგედიების ქვეყანა – ფონიჭალაში 2 თვის წინ მომხდარ აფეთქებაზე პასუხისგებაში ამ დრომდე არავინაა მიცემული

თბილისში, დიდ დიღომში დატრიალებულმა ტრაგედიამ ყველას ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქება გაახსენა, რასაც დროსაც 30 წლის სოფიო ყაველაშვილი და მისი 9 თვის ვაჟის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც “ნიუპოსტმა” შს სამინისტროში გაარკვია, ამ შემთხვევაში პასუხისგებაში არავინ მუციათ.

უწყებაში აცხადებენ, ისინი საინჟინრო, სამედიცინო, სახანძრო და სხვა სახის ექსპერტიზების პასუხებს ელოდებიან.

“ფაქტზე გამოძიება გრძელდება , ველოდებით ექსპერტების პასუხებს”- აცხადებენ გახარიას წყებაში.

ზემო ფონიჭალაში მცხოვრებლებმა ძლიერი აფეთქება გასული წლის 15 ნოემბერს დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გამათბობელმა გამოიწვია. სპეციალისტების თქმით, აფეთქება მესამე სართულზე მოხდა, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვემო და ზემო სართულებიც დაანგრია. მძიმედ დაშავდნენ მესამე სართულის ბინადრები – 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 8 წლის შვილიშვილი. საბედნიეროდ, ამავე ოჯახის 4 წლის წევრი, აფეთქებას სრულიად უვნებელი გადაურჩა.

სამწუხაროდ, არ გაუმართლათ პატარა ნიკოლოზ ცერცვაძეს და მის დედიკოს, რომლებიც აფეთქების გამო მოგლეჯილი სინკარის ქვეშ მოყვნენ. ტრაგედიის დროს სოფიოს შვილთან ერთად ეძინა. მაშველებმა ცერცვაძეების მიერ ნაქირავები ბინის კარი ნაწილ-ნაწილ დაჭრეს და ბინაში ისე შევიდნენ.

რაც შეეხება გუშინ მომხდარ ტრაგედიას, უბედურ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტრაგედიის შედეგად დაზარალებულები მომხდარში “ყაზტრანსგაზიის” თანამშრომლებს ადანაშაულებენ.

ადგილობრივების განცხადებით, მას შემდეგ რაც, დილით მათ საცხოვრებელ კორპუსში გაზის სუნი იგრძნეს, ადგილზე სწორედ “ყაზტრანსგაზი” გამოიძახეს. კომპანიის თანამშრომლებმა კი ტერიტორია დაათვალიერეს და თქვეს რომ საგანგაშო არაფერი იყო.

წყარო: newposts.ge

TV Trialeti

TV Trialeti

%d bloggers like this: