ოკუპანტებს ხურვალეთში ადგილობრივების ბაღებზე გზა გაჰყავთ

.ე.წ მესაზღვრეებმა ხურვალეთში ახალი მავთულხლართები გაავლეს. შეცვლილი ფორმებითა თუ ძველი მეთოდებით ოკუპანტები ადგილობრივების ეზოებს კვლავ შუაზე ყოფენ, საოკუპაციო ბარიერი პირდაპირ ადგილობრივი მოსახლეობის ბაღებში აღმართეს და მავთულხლართების მიღმა მოაქციეს ბაღები რომლებიც ადგილობრივების ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები ოკუპირებულ სოფელ ძუკაანთ კარიდან დაიწყეს და რამდენიმე მეტრით საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოწიეს. მოსახლეობა თავს დაუცველად გრძნობს და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.სუს-ში ამე ტაპზე არ ადასტურებენ მავთულხლართების გადმოწევას და აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

Related posts