სროლა თამარაშვილზე – დაჭრილია ახალგაზრდა კაცი

თბილისის ცენტრში, თამარაშვილის გამზირზე ცეცხლი ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

“კურიერის” ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე თვითმხილველებმა ათამდე გასროლის ხმა  გაიგეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ავტომობილი, რომლიდანაც ცეცხლი გახსნეს, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია. მათ შორის ერთ-ერთი ვერსიით, მანქანაში მყოფებს მამაკაცმა, რომლის მისამართითაც ისროდნენ, საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.

თვითმხილველების განცხადებით, დაჭრილია ერთი მამაკაცი, რომელიც კლინიკაში სასწრაფო დახმარების მისვლამდე ადგილიდან კერძო მანქანით გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა უკვე ამოიღეს ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

primetime.ge

 

Related posts