პრეზიდენტი ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს რუსეთის მორიგ პროვოკაციას უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ მორიგ პროვოკაციას უწოდებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ეს გახლავთ რუსეთის მხრიდან განხორციელებული მორიგი პროვოკაცია, რასაც გმობს არა მხოლოდ ქართული მხარე, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ამას ადასტურებს ეუთო-ს თავმჯდომარის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიროსლავ ლაიჩაკის  საქართველოში ვიზიტი. 10 თებერვალს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

წყარო: reportiori.ge

Related posts