ახალქალაქში, 30 წლის ქალის მოტაცებისთვის, 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

ახალქალაქში, ცოლად მოყვანის მიზნით, ქუჩიდან 30 წლის ქალი მოიტაცეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე, დაკავებულია 4 პირი.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა და ყველა მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

ფოტო არ ასახავს რეალობას 

წყარო: kvira.ge

Related posts