ჩინეთში ძაღლების ჭამის ფესტივალი წელსაც იგეგმება (ვიდეო)

საერთაშორისო კრიტიკის და არაერთი პეტიციის მიუხედავად, ჩინეთის გუანსი-ჯუანის პროვინციაში, ძაღლების ხორცის გაყიდვის და მათი ჭამის ფესტივალი წელსაც გაიმართება.

ძაღლის ხორცის გაყიდვის ტრადიცია, Yulin-ის ფესტივალი,  ამ პროვინციაში 2009 წლიდან იღებს სათავეს. ფესტივალი ყოველ წელს ტარდება.

10 000-ზე მეტ ცხოველს გალიებში ათავსებენ და ქუჩებში ყიდიან. ზოგიერთ მათგანს ცოცხლადაც წვავენ.

ადგილობრივები განმარტავენ, რომ ამ ძაღლებს სპეციალურად დასაკლავად ზრდიან. ზოგიერთი მათგანი კი, ოჯახიდან მოპარული, შინაური ძაღლია.

აღსანიშნავია, რომ წელს ჩინეთი „ძაღლების მსოფლიო შოუს“ მასპინძლობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული კონკურსია. იგი შანხაიში 30 აპრილიდან 3 მაისამდე იგეგმება. კონკურსს კინოლოგიის საერთაშორისო ფედერაცია (FCI) ატარებს.

ძაღლების ყველაზე მასშტაბურ საკონკურსო ღონისძიებას, ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში ატარებენ. მართალია შოუ ჩინეთში ყველა წესის დაცვით გაიმართება, თუმცა ამ ფაქტს დიდი კრიტიკა მოჰყვა.  ამ კონკურსის ჩინეთში ჩატარებას ბოიკოტს უცხადებს კენელის კლუბი (The Kennel Club).

ამის მიზეზი ის ფაქტია, რომ Yulin-ის ფესტივალი,  ძაღლების საერთაშორისო კონკურსიდან, ზუსტად 1 თვეში, ჩატარდება.  ამ ღონისძიებაზე,  10 დღის განმავლობაში, ადგილობრივ ბაზარზე, გაიყიდება ძაღლების ხორცი. ზოგიერთ ცხოველს, მყიდველებისთვის, ადგილზევე დაკლავენ ან დასაკლავად გაყიდიან.

ძაღლის ხორცის ბაზრის არსებობის გამო, ჩინეთში ყოველ წელს 10 მილიონზე მეტ ძაღლსა და ლეკვს კლავენ.

ფესტივალის შეჩერების მიზნით, პეტიციაზე ხელის მოწერა, ამ ლინკზეა შესაძლებელი.

წყარო:primetime.ge

ვიდეო იხილეთ primetime.ge

Related posts