სანდრა რულოვსი ზუგდიდში მერობის კანდიდატობაზე უარს ამბობს

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ადასტურებენ,რომ სანდრა რულოვსის კანდიდატურა ზუგდიდის მერობის კანდიდატად შესაძლოა შეიცვალოს, როგორც “2020NEWS” რომან გოცირიძემ განუცხადა ,საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი არ ადასტურებს,რომ რულოვსის კანდიდატურა შესაძლოა ნიკა მელიამ ჩაანაცვლოს.

„ზუგდიდში მერობის კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობა ამ დღებში მიიღებს,მთავარი კანდიდატი სანდრა რულოვსია და მის ალტერნატიულ მერობის კანდიდატად ნიკა მელია არ მოიაზრება.

ნიკა მელია უხელძღვანელებს ყველა დონის არჩევნებს,სადაც კი ამ პერიოდში შუალედური არჩევნები ჩატარდება.

პარტია ამ დღეებში ჩამოყალიბდება,რომელ ოლქებში არ გავუწევთ კონკურენციას ოპოზიციის წარმომადგენლებს და რომელში გვეყოლება ჩვენი კანდიდატურა,“- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ , ,,ნაციონალურმა მოძრაობა“ სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატად დაასახელა.

წყარო: 2020news.ge

Related posts