მაშველებმა 11 წლის ბიჭი გადაარჩინეს

ქუთაისში მაშველებმა 11 წლის ბიჭი გადაარჩინეს. მათ ბავშვი მდინარე რიონიდან უვნებლად გამოიყვანეს.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, არასრულწლოვანი მდინარეში იყო შესული, როცა წყალი მოულოდნელად მოვარდა. ბავშვი ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

Related posts