კილაძე: ოპოზიცია ყველა საშუალებას იყენებს იმისთვის, რომ ჩრდილი მიაყენოს ბატონ ბიძინას სახელს

ასე შეაფასა ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ, ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გერმანულ გამოცემა „შპიგელისთვის“ მიცემულ ინტერვიუს შეფასებისას, სადაც პრეზიდეტნი აღნიშნავს რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, რადგან მმართველი გუნდის წევრები ივანიშვილთან კონსულტაციებს გადიოდნენ, რაზეც ოპოზიცია აცხადებს რომ ამით დასტურდება ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა.

 

„მესმის რომ ოპოზიცია ყველა საშუალებას იყენებს, რომ ჩრდილი მიაყენონ ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახელს, მაგრამ ფაქტი ერთია. ეს ადამიანი არის ჩვენი, „ქართული ოცნების“ უპირობო ლიდერი. ასევე, ეს ადამიანი რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ ქვეყნის აშენებაში. ადამიანი რომელიც საკუთარი ჯიბიდან იღებდა სახსრებს და წლების განმავლობაში ახარჯავდა ქვეყანას მანამ, სანამ ის პოლიტიკაში მოვიდოდა და ამის შემდეგაც გააგრძელა თავისი საქველმოქმედო საქმიანობა. ამიტომ, ამ ადამიანს დიდი ღვაწლი აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე და დარწმუნებული ვარ ეს ამას ბოლომდე მიიყვანს. ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის დამფუძნებელი და მგონია, რომ ყველა ის სიკეთე დაიწყო “ქარულმა ოცნებამ”, შესაძლებელი მიყვანილი იქნას ბოლომდე მხოლოდ და მხოლოდ ამ ადამიანის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

წყარო: ipress.ge

Related posts