სოფელ მეჯვრისხევიდან რუსმა ოკუპანტებმა მწყემსი გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან რუსმა ოკუპანტებმა მწყემსი გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 45 წლის გოჩა ფიდიური სოფლის მიმდებარედ ოკუპანტებმა  იმ დროს დააკავეს, როცა ის საქონელს აძოვებდა.

მწყემსი, სავარაუდოდ, ცხინვალის დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედება.

წყარო: rustavi2.ge

Related posts